Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, რუსული ბომბდამშენი უკრაინელებმა ჩამოაგდეს


ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენის კატასტროფის რაიონში გადაღებული ფოტო ტელეგრამით გაავრცელა სტავროპოლის ოლქის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა.
ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენის კატასტროფის რაიონში გადაღებული ფოტო ტელეგრამით გაავრცელა სტავროპოლის ოლქის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა.

უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა პირველად გაანადგურეს ტუ-22მ3 ტიპის რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი. ამის შესახებ დღეს, 19 აპრილს, განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.

გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტებით, Х-22-ით აღჭურვილი რუსული ბომბდამშენი თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ურთიერთქმედებით გაანადგურეს.

დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის სტავროპოლის მხარეში, დაუსახლებელ რაიონში, ჩამოვარდა ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენი, რომელიც „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბომბდამშენის მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, ეკიპაჟის სამი წევრი ევაკუირებულია, ერთის ძებნა კი გრძელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

XS
SM
MD
LG