Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა სირიის სამხრეთში სამხედრო პოზიციებზე


დამასკზე ისრაელის ერთ-ერთი თავდასხმის შემდეგ. 19 თებერვალი, 2023 წელი.
დამასკზე ისრაელის ერთ-ერთი თავდასხმის შემდეგ. 19 თებერვალი, 2023 წელი.

ისრაელის არმიამ 19 აპრილს საჰაერო იერიში მიიტანა სირიის არმიის პოზიციებზე ამ ქვეყნის სამხრეთში, იტყობინება სამხედრო მეთვალყურე აშშ-ის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ ისრაელმა თავდასხმა განახორციელა ირანზე.

ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების სამეთვალყურეო სამსახურის ხელმძღვანელის, რამი აბდელ რაჰმანის თანახმად, დარტყმები, რომლებსაც ისრაელს მიაწერენ, მიმართული იყო სვეიდის და დარაას პროვინციებს შორის მდებარე სირიის არმიის სარადარო დანადგარის წინააღმდეგ.

ცნობაში ნათქვამია, რომ ირანის ერთ-ერთი მთავარი ბირთვული ობიექტი, ნათანზი, ისპაანის ცენტშია. ამ ობიექტებზე არაერთი დივერსიული თავდასხმა განხორციელდა, რაშიც თეირანი ისრაელს ადანაშაულებს.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ X-ზე გაავრცელა ცნობა, რომ “ირანის ბირთვული ობიექტები არ დაზიანებულა”.

XS
SM
MD
LG