Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში დააკავეს ბოროტმოქმედი, რომელიც ირანის საელჩოსთან აფეთქებით იმუქრებოდა


საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ირანის საკონსულოსთან, სადაც ადამიანი აფეთქებით იმუქრებოდა
საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ირანის საკონსულოსთან, სადაც ადამიანი აფეთქებით იმუქრებოდა

პარასკევს, პარიზში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში ბოროტმოქმედი შევიდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა. მას ეცვა ტაქტიკური ჟილეტი და ჰქონდა საგნები, რომლებიც ხელყუმბარებს ჰგავდა.

პოლიციამ საელჩოს შენობა და მიმდებარე უბნები გადაკეტა. მეტროს რამდენიმე ხაზზე შეწყდა მატარებლების მოძრაობა, დაიხურა ირანის საელჩოსთან ყველაზე ახლოს მდებარე სადგურების შესასვლელები.

რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. გაზეთ Le Monde-ის ცნობით, ის აღმოჩნდა 60 წლის მამაკაცი, საფრანგეთისა და ირანის მოქალაქე. მისი სახელი და ინიციალია - ნიკოლას კ.

ნიკოლას კ.-ს ჩხრეკის დროს მის ჟილეტში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა, ხოლო ყუმბარები, რომელიც ხელში ეჭირა, ხელოვნური აღმოჩნდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2023 წელს ის უკვე დააკავეს იმავე საელჩოს შენობის წინ მანქანის საბურავების დაწვის ბრალდებით. „ლე პარიზიენი“, რამდენიმე მოწმეზე დაყრდნობით, წერს, თითქოს ნიკოლასს ეყვიროს, რომ „ძმის სიკვდილისთვის შურისძიება“ სურდა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ირანის საკონსულოსთან მომხდარი ინციდენტი ირანსა და ისრაელს შორის ამჟამინდელ დაძაბულობას.

საფრანგეთი არაერთხელ იქცა სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფების სამიზნედ. ყველაზე მასშტაბური იყო 2015 წლის ნოემბერში პარიზში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

XS
SM
MD
LG