Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა რუსულ კანონს, კი ევროპას! - ახალგაზრდები რუსთაველზე ისევ შეიკრიბნენ


ახალგაზრდებსი საპროტესტოს აქცია "არა რუსულ კანონს", თბილისი, 20 აპრილი, 2024 წელი
ახალგაზრდებსი საპროტესტოს აქცია "არა რუსულ კანონს", თბილისი, 20 აპრილი, 2024 წელი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქციაზე სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” ისევ შეიკრიბა ასობით ახალგაზრდა და რუსთაველის გამზირი გადაკეტა.

„ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ ყველას“, - აცხადებენ ისინი და ხელისუფლებას სთხოვონ უკან გაიწვიოს ე.წ. აგენტების კანონი.

მათი განცხადებით, ისინი არც წყლის ჭავლით დარბევით დაიღლებიან და არც ცრემლსადენი გაზის ეშინიათ.

აქცია პარლამენტის წინ, 20 აპრილი, 2024 წელი
აქცია პარლამენტის წინ, 20 აპრილი, 2024 წელი

„სად მივდივართ? ევროპაში. „ვისია საქართველო? - ჩვენია“, არა რუსულ კანონს“ - ეს არის მათი მთავარი სათქმელი ამ აქციაზე.

„მალე მოგიწევთ პირველივე რეისით თქვენ თვითონ გაფრინდეთ რუსეთში“ - მიმართავენ სტუდენტები ხელისუფლებას.

ახალგაზრდების მიერ მოწყობილი აქციის მთავარი მოთხოვნა "აგენტების კანონის" უკან გაწვევაა
ახალგაზრდების მიერ მოწყობილი აქციის მთავარი მოთხოვნა "აგენტების კანონის" უკან გაწვევაა

დღეს ახალგაზრდების მიერ სპონტანურად მოწყობილი აქციების მესამე დღეა.

დღევანდელი მსვლელობის მიმართულება კი პრეზიდენტის რეზიდენციაა.

გუშინ 19 აპრილს დემონსტრანტებმა პარლამენტიდან გმირთა მოედნამდე გამართეს მსვლელობა და გმირთა მემორიალთან ფიციც დადეს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი, მათი სულების წინაშე, ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას.

ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ! - ასეთია მათი ფიცი.

გადაკეტეს ჯერ რუსთაველის გამზირი, შემდეგ თავისუფლების მოედანი, მარჯვენა სანაპირო და გმირთა მოედანი.

XS
SM
MD
LG