ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 22 აპრილს ლუქსემბურგში მართავენ შეხვედრას, კიევის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე სამსჯელოდ - იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე იერიშებს დრონებით და რაკეტებით.
შეხვედრას რამდენიმე დღით უსწრებდა წინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან 60 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების პაკეტის დამტკიცება უკრაინისთვის - ეს საკითხი ამ კვირაში სენატში გადაინაცვლებს განხილვისთვის, შემდეგ კი ხელმოწერისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეცემა.
ევროკავშირის მინისტრები ასევე იმსჯელებენ ბლოკის სანქციების გაფართოებაზე ირანისთვის, მისი მხრიდან ისრაელზე მიტანილი შეტევის გამო.