Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღამით რუსეთმა ოდესას დრონებით შეუტია - დაშავებულებს შორის არიან ბავშვები


უკრაინა, ქალაქი ოდესა. 23 აპრილი 2024 წელი
უკრაინა, ქალაქი ოდესა. 23 აპრილი 2024 წელი

სამშაბათს ღამით, რუსული დრონები კიევის ოლქსა და ოდესის შემოგარენს დაესხნენ თავს.

ოდესაში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაჩნდა ხანძარი. დაშავდა ცხრა ადამიანი, მათგან ოთხი ბავშვია. "მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის სამი ბავშვია", - დაწერა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა ტელეგრამში.

ადგილობრივი ტელეგრამის არხებზე წერდნენ, რომ თავდასხმის პარალელურად იყო ძლიერი აფეთქებები.

ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ განადგურდა სულ მცირე 14 ბინა. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ ღამით ჩამოაგდეს კიევის მიმართულებით თავდამსხმელი ყველა დრონი. პოპკო წერს, რომ ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა. მისი სიტყვებით, დრონები რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქიდან გაუშვეს, გადაფრინდნენ სუმისა და ჩერკასის რეგიონებზე და სამხრეთ-დასავლეთიდან კიევში შეფრინდნენ.

უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, რუსეთის არმიის მიერ გაშვებული „შაჰედის“ ტიპის 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15 ღამით ჩამოაგდეს.

XS
SM
MD
LG