Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში ემომალი რაჰმონის ვიზიტის დროს რომში დააკავეს ტაჯიკური ოპოზიციის რვა აქტივისტი


ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი რომში. 22 აპრილი, 2024.
ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი რომში. 22 აპრილი, 2024.

ტაჯიკეთის ოპოზიციური მოძრაობა „ჯგუფი 24“-ის აქტივისტებმა 24 აპრილს გაავრცელეს განცხადება, რომ სამშაბათს იტალიაში პოლიციამ დააკავა მოძრაობის რვა წევრი.

„ჯგუფი 24“-ის თანახმად, რომში თავი მოიყარეს ტაჯიკმა ოპოზიციონერმა აქტივისტებმა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ რომში ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ვიზიტის დროს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში.

რაჰმონი 22 აპრილს ჩავიდა იტალიაში ოფიციალური ვიზიტით. ის შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს. ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა რამდენიმე ხელშეკრულებას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები რაჰმონს სისტემატურად აკრიტიკებენ მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პლურალიზმის უგულებელყოფისთვის.

2015 წლის მარტში სტამბოლში მოკლეს „ჯგუფი 24“-ის დამაარსებელი უმარალი ყუვატოვი.

XS
SM
MD
LG