Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი მაისში ჩინეთს ეწვევა


ჩინეთის და რუსეთის ლიდერები სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი პეკინში შეხვედრისას 2023 წლის 18 ოქტომბერს.
ჩინეთის და რუსეთის ლიდერები სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი პეკინში შეხვედრისას 2023 წლის 18 ოქტომბერს.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მაისში ჩინეთში ჩასვლას გეგმავს.

პუტინმა თავისი ამ გეგმის შესახებ გამოაცხადა 25 აპრილს, მეწარმეთა კავშირის შეხვედრაზე მოსკოვში. პუტინს არც ზუსტი თარიღი გაუმხელია და არც სხვა დეტალი.

უკრაინაში ომის გამო მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მყოფი რუსეთი ჩინეთზე, ცივის ომის დროს კომუნისტურ ბლოკში თავის მეტოქეზე, გახდა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG