Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რუსეთის ათეულობით ბირთვული იარაღია განთავსებული


ალიაქსანდრ ლუკაშენკას გამოსვლა ბელარუსთა საყოველთაო შეკრებაზე მინსკში. 25 აპრილი, 2024 წელი.
ალიაქსანდრ ლუკაშენკას გამოსვლა ბელარუსთა საყოველთაო შეკრებაზე მინსკში. 25 აპრილი, 2024 წელი.

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსში განთავსებულია „რუსეთის რამდენიმე ათეული ბირთვული იარაღი“, რასაც დასავლეთის ქვენებში შეშფოთება მოჰყვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაფართოების შესაძლებლობის გამო.

25 აპრილს ბელარუსთა საყოველთაო შეხვედრაზე მინსკში ლუკაშენკამ განაცხადა, რომ კრებამ ერთსულოვნად მიიღო ახალი სამხედრო დოქტრინა, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული იარაღის, როგორც შეკავების სტრატეგიული საშუალების, განთავსების შესახებ. ბელარუსი მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2022 წლის თებერვლის შემდეგ.

მას მერე მოსკოვმა ბელარუსში გადაისროლა ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ნატომ ამ ნაბიჯს უწოდა „საშიში და უპასუხისმგებლო“. ლუკაშენკამ თქვა, რომ „შეცდომა“ იყო, როცა სტრატეგიული ბირთვული იარაღი ბელარუსიდან იქნა გატანილი 1991 წელს, და რომ რუსეთის ბირთვული იარაღი ბელარუსში „უნდა“ დარჩეს. თუმცა მან დასძინა, რომ ბელარუსის დამოუკიდებლობა შენარჩუნებული უნდა იქნეს „ყველაფრის მიუხედავად“.

XS
SM
MD
LG