Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა 25 მსჯავრდადებული შეიწყალა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდადებული შეიწყალა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 16 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, ოთხი ქალი მსჯავრდადებულია; ხოლო რვა მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდადებულს.

შეწყალების აქტი შეეხო ასევე ორ პირობით მსჯავრდადებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

ადმინისტრაცია შეწყალებულთა ვინაობას არ ასახელებს.

ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 2023 წლის „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ, 29 მარტს, დააკავეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG