Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მოკლეს რუსი ოფიცერი, რომელიც ჩეჩენი სამოქალაქო პირების მკვლელობაში იყო დამნაშავედ ცნობილი


ედუარდ ულმანი 2006 წელს
ედუარდ ულმანი 2006 წელს

უკრაინის ომში მოკლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ედუარდ ულმანი - რომელსაც დაუსწრებლად 14 წლით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა, ექვსი ჩეჩენი სამოქალაქო პირის მკვლელობისთვის 2002 წელს.

ვებსაიტი Novaya Buryatia 3 მაისს აქვეყნებს ულმანის დედის და ციმბირში სამხედრო ვეტერანების ჯგუფის ყოფილი ლიდერის სიტყვებს, რომ 50 წლის ოფიცერი დაიღუპა უკრაინის ძალებთან ბრძოლაში.

ულმანი და მისი ორი თანაშემწე რუსეთის ძებნილთა სიაში იყვნენ შეყვანილი 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც პროკურორებმა სასამართლოს სთხოვეს ისინი დამნაშავედ ეცნო სამოქალაქო პირების მკვლელობაში რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომში და მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG