Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში იზრდება ანტისემიტურ საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ფრანგებს მოუწოდებს, ხმა აიმაღლონ ქვეყანაში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. (ფოტო:4 მაისი, 2022 წელი)
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ფრანგებს მოუწოდებს, ხმა აიმაღლონ ქვეყანაში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. (ფოტო:4 მაისი, 2022 წელი)

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა თავისი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, უფრო ძლიერად იმოქმედონ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ.

პარიზში მან თქვა, რომ ანტისემიტური დანაშაულის რაოდენობა შემაშფოთებლად იზრდება. უშიშროების სამსახურებმა, მთავრობის მეთაურის თქმით, წლის პირველ კვარტალში აღრიცხეს ანტისემიტურ ნიადაგზე შეურაცხყოფის და ძალადობრივი ქმედების 366 შემთხვევა. შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით ეს 300%-იან ზრდას ნიშნავს.

ატალის თქმით, არცერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, ებრაელებმა საფრანგეთში თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ. პრემიერმა თითოეულ ფრანგს მოუწოდა, ხმა აიმაღლოს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG