Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ - ჩიქოვანი ნაცემია


დიმიტრი ჩიქოვანი
დიმიტრი ჩიქოვანი

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს თბილისში, საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. ის სავაადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ სცემს 5 თავდამსხხმელი პოლიტიკოსს. ჩანაწერში მათი სახეები არ იკითხება.

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით ჩიქოვანს სახის, ქალა ტვინის ტრავმები აქვს, "ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა. უტარდება კვლევები“.

„ეს არის რეჟიმის დასასრული. ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ... „ქართული ოცნება“ დასრულდება - რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში ვერ იარსებებს“, - თქვა ჩიქოვანმა „TV პირველის“ ეთერში ჩართვის დროს.

დიმიტრი ჩიქოვანი მასზე ძალადობას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ამ პარტიის მიერ ინიციირებული „აგენტების კანონის“ გაპროტესტებას უკავშირებს.

8 მაისის ასევე თავის სადარბაზოსთან დახვდნენ და სცემეს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეს.

ქუჩაში სცემეს აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს. მას მიყენებული დაზიანების გამო ქვედა ტუჩზე ჭრილობის გაკერვა დასჭირდა. აქტივისტი, რომელიც 11 მაისს თბილისში დაგეგმილი მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკოსებსაც სცემეს. პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

„აგენტების კანონის“ მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG