Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა დრონებით და რაკეტებით


სარაკეტო დარტყმით დანგრეული სახლები ხარკოვში. 2024 წლის 10 მაისი
სარაკეტო დარტყმით დანგრეული სახლები ხარკოვში. 2024 წლის 10 მაისი

რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, 10 მაისს საოკუპაციო ძალებმა ეს-300 ტიპის რაკეტით დაარტყეს ხარკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონს, სადაც სრულად ან ნაწილობრივ დანგრეულია 26 კერძო სახლი. დაიჭრა ორი ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი.

გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის რამდენიმე ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში დაზიანებულია ორი კერძო საწარმო. მსხვერპლი არ არის.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს ათი უპილოტო საფრენი აპარატით და ეს-300/ეს-400 ტიპის ორი მართვადი საზენიტო რაკეტით. გენერალ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ათივე დრონი გაანადგურეს. ვერ მოხერხდა ხარკოვის ოლქის მიმართულებით ნასროლი რაკეტების მოგერიება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG