Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის იუსტიციის მინისტრი შესაძლებლად მიიჩნევს 20 ათასამდე პატიმრის მობილიზაციას


უკრაინის იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა
უკრაინის იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 10 000-დან 20 000-მდე პატიმრის მობილიზაციაა შესაძლებელი. ამის შესახებ BBC-ს განუცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ.

უკრაინის პარლამენტმა 8 მაისს მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს პატიმართა გარკვეული ნაწილის ნებაყოფლობით მობილიზაციას. მათ შორის არ არიან განზრახ მკვლელობის, სექსუალური ძალადობის, ნარკოტიკების წარმოება-გასაღების და სხვა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები. ასევე, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები და კორუფციისთვის გასამართლებული ჩინოვნიკები.

BBC-მ უკრაინის იუსტიციის მინისტრს ჰკითხა, ხედავს თუ არა პარალელს რუსეთთან, რომელმაც საომრად პატიმრების მობილიზაცია განახორციელა და ხომ არ გაიმეორებენ რუსეთის გზას. დენის მალიუსკას თქმით, პარალელი არსებობს, მაგრამ განსხვავება მიდგომაშია, რადგან რუსეთისგან განსხვავებით უკრაინა არ აპირებს იძულებით მობილიზაციას და შესაბამისი მომზადების გარეშე პატიმრების ფრონტზე გაგზავნას საზარბაზნე ხორცად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG