Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 3 მაისი, 2024 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 3 მაისი, 2024 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსი სერგი რუდი.

ზელენსკიმ შესაბამისი განკარგულება გასცა ორ დღეში მას მერე, რაც რუდის ორ თანამშრომელს ბრალი დასდეს პრეზიდენტის მკვლელობის მიზნით შეთქმულებაში.

ამ კვირაში უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა ორი პირი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი, რომლებსაც ბრალად დასდეს შეთქმულება ზელენსკისა და სხვა მაღალი რანგის მოხელეების მკვლელობის მიზნით.

რუდი ამ სამმართველოს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის და მთავრობის ხელმძღვანელი პირების დაცვა აკისრია, 2019 წლიდან ხელმძღვანელობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG