Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი ობამას მოუწოდებს, თავიდან აიცილონ სამოქალაქო მსხვერპლი ლიბიაში


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამას მოუწოდა, თავიდან აიცილონ სამოქალაქო მსხვერპლი ლიბიაში და გაეროს მიერ დასახული მიზნებით შემოფარგლონ საერთაშორისო სამხედრო კამპანია. კრემლის განცხადებით, მედვედევმა ობამას ხუთშაბათს, სატელეფონო საუბარში მიმართა მოწოდებით, ლიბიის კრიზისზე მსჯელობისას ანგარიში გაუწიონ რუსეთის შეშფოთებას, რომ საჰაერო ოპერაცია შესალოა, მალე გაფართოვდეს სამხელეთო კამპანიით ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის გადასაყენებლად. გაეროს უშიშროების საბჭოში გასულ კვირაში გამართულ კენჭისყრაზე, რომლის შედეგადაც გადაწყდა ლიბიაში ფრენისათვის აკრძალული ზონის გამოცხადება, რუსეთმა თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG