Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუსიმის რეაქტორიდან ისევ მოხდა თანამშრომლების ევაკუაცია


იაპონიიდან გავრცელებული ინფორმაციით, ისევ მოხდა თანამშრომლების ევაკუაცია ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურიდან უკიდურესად მაღალი რადიაციის დაფიქსირების გამო. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, საწარმოს ოპერატორმა, ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიამ განაცხადა, რომ წყალში, რომელიც ელექტროსადგურის მეორე რეაქტორში შეამოწმეს, რადიაცია 10 მილიონჯერ აღემატებოდა ნორმას. იუწყებიან აგრეთვე, რომ ატომურ ელექტროსადგურთან, ზღვის წყალში აღმოაჩინეს რადიაქტიური იოდი, რომლის მაჩვენებელიც ნორმაზე 1850-ჯერ მეტია. გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, იუკია ამანოს შეფასებით, კრიზისი იაპონიის ატომურ ელექტროსადგურში "შორს“ არის მოგვარებისაგან. ამანო გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში გამოთქვამს შეფასებას, რომ შესაძლოა, კიდევ კვირებმა განვლოს საწარმოს სტაბილიზაციამდე.
XS
SM
MD
LG