Accessibility links

logo-print

სირიის არმია ქალაქ ლატაკიაში შევიდა შაბათის არეულობის შემდეგ


სირიის არმიის შენაერთები, გავრცელებული ინფორმაციით, საპორტო ქალაქ ლატაკიაში განთავსდნენ მას შემდეგ, რაც წინა დღეს, საპროტესტო აქციების მსვლელობაში, ორი ადამიანი იქნა მოკლული. აქტივისტების განცხადებით, შაბათს უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნენ დემონსტრანტებს, რომლებიც ცეცხლს უკიდებდნენ მმართველი „ბაათის“ პარტიის შტაბ-ბინას. ხელისუფლება შეიარაღებულ ბანდებს ადანაშაულებს დემონსტრანტებზე თავდასხმაში. ეს ინციდენტი მოჰყვა ცნობებს, რომ პარასკევს 20-ზე მეტი ადამიანი მოკლეს სამხრეთში მდებარე დარაასა და რამდენიმე სხვა დასახლებაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციების დროს. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, 126 ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც სირიაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო დაახლოებით ორი კვირის წინ. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულების რიცხვი 27 არ აღემატება.
XS
SM
MD
LG