Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელი ამბოხებულები სირტას აღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ


ლიბიელი ამბოხებულები მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქის სირტას აღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება. ცოტა ხნით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირტაზე ავიადარტყმებს საერთაშორისო კოალიციის ძალები ახორციელებდნენ. დღეიდან ლიბიაში სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ოფიციალურად ჩაიბარა. კვირას, საღამოს სროლის ხმა ისმოდა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში. ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მუამარ კადაფი დედაქალაქში იმყოფება. ლიბიის ხელისუფლების ინფორმაციითვე, ახალი მსხვერპლია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროების მიერ.
XS
SM
MD
LG