Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო „აუტანელს“ უწოდებს ლამპედუზაზე მყოფ ლტოლვილთა მდგომარეობას


ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის განცხადებით, ვითარება იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე „აუტანელი“ გახდა იქ ათასობით ტუნისელი მიგრანტის ჩასვლის შემდეგ. ლამპედუზა სიცილიის სამხრეთით მდებარეობს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს იტალიელ წარმომადგენელ, ლაურა ბოლდრინის თქმით, მიგრანტები უყურადღებოდ არიან მიტოვებული, მათ ღია ცის ქვეშ ძილი უწევთ. პოლიციის ცნობით, კუნძულზე ამჟამად იმყოფება 5500-მდე მიგრანტი - მომცრო კუნძულის მოსახლეობაზე მეტი. ბოლდრინის თქმით, ვითარება „ძალიან დაძაბულია“.
XS
SM
MD
LG