Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდ დ’ივუარში ალასან უატარას მომხრეებმა ცენტრალური ტელევიზია დაიკავეს


კოდ დ’ივუარის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში აბიჯანში, მიმდინარეობს შეტაკებები ალასან უატარას მომხრეებსა და ლორან გბაგბოს მხარდამჭერებს შორის. საპრეზიდნეტო არჩევნებში ალასან უატარას გამარჯვება გაერომ კანონიერად ცნო, თუმცა ლორან გბაგბო პოსტის დატოვებას არ აპირებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უატარას მხარდამჭერებმა შეტევა მიიტანეს გბაგბოს რეზიდენციაზე და დაიკავეს სახელმწიფო ტელევიზია. რამდენიმე ხნით ადრე უატარმა ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. ”ბი-ბი-სის” ინფორმაციით, უატარას ძალები კოდ დ’ივუარის 80 პროცენტს აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG