Accessibility links

ლიბიის ოპოზიცია ზავისთვის პირობებს აყენებს


ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს თქვეს, რომ მზად არიან ზავი გამოაცხადონ, თუ მუამარ კადაფი თავის ძალებს გაიყვანს. ამ განცხადების ფონია ინტენსიური დაბობმვა, რომელიც მეამბოხეთა ერთ-ერთ ბასტიონს, მისურატას იღებს მიზანში. ბენღაზიში გამაგრებული მეამბოხეების ლიდერმა, მუსტაფა აბდულ-ჯალილმა გაეროს ელჩთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ზავის გამოცხადების პირობა ის არის, რომ კადაფის ძალები „გავიდნენ ლიბიის ქალაქების შიგიდან და შემოგარენიდან, რათა ლიბიელ ხალხს თავისუფლება მიეცეს და მან არჩევანი გააკეთოსო“. დღევანდელი მონაცემებით გაურკვეველია სად გადის ფრონტის ხაზი. მიმდინარე კვირაში კადაფის ძალებმა ცუდად შეიარაღებული და არაორგანიზებული მეამბოხეები სანაპიროდან დაახლოებით 160 კილომეტრის მანძილზე განდევნეს - თუმცა მეამბოხეები კვლავ ორგანიზებას ცდილობდნენ. დღეს მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ კატართან ნავთობზე შეთახმებას მიაღწიეს და ახლა უფრო მეტი იარაღის შესყიდვას შესძლებენ. ხუთშაბათს აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო კოალიციის საჰაერო დარტყმებს კადაფის სამხედრო შესაძლებლობების დაახლოებით მეოთხედის განადგურება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG