Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფამ და უეფამ ბოსნიას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალეს


ფეხბურთის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციებმა, ფიფამ და უეფამ, ბოსნის ფეხბურთის ფედერაციას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა იმის გამო, რომ ფედერაციამ არ ისურვა სამწევრიანი მმართველობა ერთი კაცით შეეცვალა. ბოსნიის საფეხბურთო სტრუქტურა პოლიტიკურისას ემთხვევა. ფედერაციის ხელმძღვანელობას ინაწილებენ სერბი, ბოსნიელი და ხორვატი მოხელეები. ფიფამ და უეფამ ფედერაციას მოთხოვეს, ერთი პირი დანიშნულიყო თავმჯდომარედ, მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა, რადგან ბოსნიელი სერბების წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ წინადადებას. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბოსნიის საფეხბურთო გუნდები, კლუბები, ვერ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო თამაშებში, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება. ბოსნია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატში 3 ივნიის რუმინეთის გუნდს ხვდება.
XS
SM
MD
LG