Accessibility links

logo-print

იაპონიაში რადიაციული წყლის გაჟონვა შეჩერდა


იაპონიის დაზიანებული ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის ხელძღვანელობა აცხადებს, რომ შეაჩერეს რადიაციით დაზიანებული წყლის წყნარ ოკეანეში გაჟონვა. ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის თანახმად, სპეციალისტებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, როგორიცაა თხევადი მინა და სოდიუმის სილიკატი, ნიადაგის გასამყარებლად რადიაციის გაჟონვის რაიონში. მიუხედავად ამისა, ფუკუსიმის რეაქტორიდან რადიაციით დაბინძურებულ წყლის ოკეანეში და ნიადაგში მოხვედრამ შეაშფოთა ბევრი სახელმწიფო. იუწყებიან, რომ ინოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც იაპონიიდან ყოველგვარი სურსათის იმპორტი შეაჩერა.
XS
SM
MD
LG