Accessibility links

logo-print

იაპონიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა


იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - რასაც შესაძლო ცუნამის შესახებ მოჰყვა გამაფრთხილებელი განცხადების გავრცელება. აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან - რომელიც გასული თვის ძლიერი მიწისძვრით და ცუნამით დაზიანებული ფუკუშიმის ატომური სადგურისგან 144 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მიწისძვრა ტოკიოშიც იგრძნეს. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
XS
SM
MD
LG