Accessibility links

logo-print

კონგოში დაღუპული მფრინავები საქართველოში გადაასვენეს


დღეს თბილისში ჩაასვენეს კონგოში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული საქართველოს ოთხი მოქალაქე. ხომალდის მეთაური ალექსი ოგანესიანი, ტექნიკოსი ალბერტ მანუკოვი, ბორტგამცილებელი გურამ კეპულაძე და ლაინერის მეორე მფრინავი სულიკო ცუცქირიძე კონგოში 4 აპრილს დაიღუპნენ. ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში, რომელიც გაეროს მისიას ასრულებდა 33 ადამიანი იმყოფებოდა. ცოცხალი მხოლოდ – კონგოელი ჟურნალისტი - გადარჩა. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადასვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს "აირზენა" ფარავს. კონგოში კატასტროფის მიზეზად უამინდობა სახელდება.
XS
SM
MD
LG