Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული მხარე საქართველოს ტერორიზმში ადანაშაულებს


გალის რაიონში მომხდარ ინციდენტს რუსული მხარე საქართველოს აბრალებს. რუსული მედიის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ერთდროულად რამდენიმე, მათ შორის ტერორიზმის მუხლით აღძრა. შემთხვევის ადგილიდან კი ამოღებულია ორი ავტომატი, რომელსაც ტერორისტები იყენებდნენ, ასევე საბრძოლო საშუალებები, ვაზნები და ოთხი ხელყუმბარა. ორი გარდაცვლილი ქართველის ცხედარი სოხუმის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრში, ხოლო მოკლული რუსი ოფიცერი - ვიტალი კვიტკო - როსტოვში გადაასვენეს. ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ თავდამსხმელები სიჭინავა და ხარჩილავა დივერსანტები იყვნენ და აფხაზეთის ტერიტორიაზე მასშტაბურ ტერაქტებს ამზადებდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი პარასკევს, ჭუბურხინჯში მომხდარ ინცინდნტს უწოდებს „კრიმინალურ გარჩევას".
XS
SM
MD
LG