Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელმა მეამბოხეებმა უარყვეს აფრიკის კავშირის გეგმა


ლიბიელმა მეამბოხეებმა აფრიკის კავშირის მიერ შეთავაზებულ გეგმას მუამარ კადაფის მომხრეებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, უარი უთხრეს. მეამბოხეთა ლიდერმა, მუსტაფა ჯალილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია უარს ეტყვის ყოველგვარ მოლაპარაკებას, რომელიც არ შეიცავს კადაფის გადადგომის პირობას. ეს ჯალილმა დღეს აფრიკის ლიდერთა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აფრიკელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ კადაფიმ მათი სამოქმედო გეგმა მიიღო მოლაპარაკებისას კვირას, ტრიპოლიში. გეგმით უნდა შეწყვეტილიყო ცეცხლი და დაწყებულიყო მოლაპარაკება კადაფის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის. კადაფი ძალაუფლების დათმობას არ ეთანხმება.
XS
SM
MD
LG