Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის მინისტრი: ნატოს ძალისხმევა ლიბიაში არასაკმარისია


ნატოს ძალები ლიბიაში არ აკეთებენ საკმარისს მუამარ კადაფის ძალების საბრძოლო ტექნიკისა და მძიმე შეიარაღების ლიკვიდაციისათვის - მიაჩნია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალან ჟიუპეს. მისი თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განადგურებულიყო არტილერია და სარაკეტო დანადგარები, რომლებიც ლიბიის ქალაქ მისურატას უტევენ. ჟიუპეს ასევე მიაჩნია, რომ უნდა გააქტიურდეს ძალისხმევა ლიბიის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG