Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ყოფილი პრეზიდენტი მუბარაქი დააკავეს


ეგვიპტის გენერალურმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის 15 დღით დაპატიმრების ბრძანება გასცა - იმ გამოძიების ფონზე, რომელიც მისი რეჟიმის პერიოდში კორუფციას და სხვა დანაშაულებს შეისწავლის. მუბარაქი საავადმყოფოშია მოთავსებული, მას შემდეგ რაც, როგორც იუწყებიან, სამშაბათს მას გულის შეტევა დაემართა. დღეს უფრო ადრე 15 დღით დააკავეს და დაკითხვა ჩაუტარეს მუბარაქის ვაჟებს, ალაას და გამალს - რომელთა ირგვლივაც გაფლანგვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მიმდინარეობს გამოძიება. მუბარაქი ხელისუფლებიდან 11 თებერვალს გადადგა, სახალხო ამბოხების ტალღის შედეგად. მუბარაქს, მის შვილებს და მათ ცოლებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ, მათი აქტივები კი გაყინეს.
XS
SM
MD
LG