Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ენერგეტიკის და უშიშროების საკითხები განიხილეს


ჩინეთის პრეზიდენტმა, ჰუ ძინტაომ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დღეს პირობა დადეს, რომ განამტკიცებენ თანამშრობლობას ნავთობის და ენერგეტიკის საკითხებში და გლობალური უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. პრეზიდენტების შეხვედრა ჩინეთის სამხრეთში მდებარე კურორტ სანიაში მოხდა - სადაც ხუთშაბათს მზარდი ეკონომიკის მქონე ხუთი ქვეყნის ლიდერები გამართავენ სამიტს. ამ ჯგუფში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.
XS
SM
MD
LG