Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აღარ ჩაუსხამს საწვავს დასავლეთის თვითმფრინავებს


ირანმა გამოაცხადა, რომ მან შეწყვიტა „დასავლეთის სამგზავრო თვითმფრინავებისთვის“ საწვავის ჩასხმა თავის ტერიტორიაზე მას მერე, რაც ირანის კომერციულ თვითმფრინავებს შეუწყვიტეს ევროპაში საწვავის ჩასხმა. არ არის ცხადი, როდის მიიღო თეირანმა ასეთი გადაწყვეტილება. ევროპის სანავთობო კომპანიებმა ნაბიჯი გადადგეს ირანის მიმართ მისი ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციების მხარდაჭერის მიზნით, თუმცა ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციები ასეთ ზომებს არ ითვალისწინებს. ევროპის სანავთობო ფირმებმა ექვსი თვის წინ აამოქმედებს ეს ზომა. მათ მარტში საფრანგეთის „ტოტალი“ და ავსტრიის „OMV“ შეუერთდნენ.
XS
SM
MD
LG