Accessibility links

logo-print

სოხუმი ისრაელის დელეგაციას მასპინძლობს


სოხუმი

სოხუმი

სოხუმში იმყოფება ისრაელის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან თავდაცვითი კომპანია Global CST-ის ხელმძღვანელები, ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ოპერატიული მართვის ყოფილი უფროსი ისრაელ ზივი და ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ყოფილი სამხედრო მდივანი მეირ კლიფი. კომპანია Global CST მის სპეციალიზაციად ასახელებს უსაფრთხოების სტრატეგიებისა და კონცეფციების შემუშავებას და სამხედრო და უსაფრთხოების ძალებისთვის კადრების მომზადებას. სააგენტო აფსნის ცნობით, დღეს ისრაელის დელეგაციის წევრებს შეხვდა პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა, რომლის განცხადებით, აფხაზეთი დაინტერესებულია ისრაელთან თანამშრომლობით, მისი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეკონომიკის მიმართულებებით. აფსნის მოჰყავს Global CST-ს ხელმძღვანელის ისრაელ ზივის სიტყვები იმის შესახებ, რომ აფხაზეთი და ისრაელი ერთმანეთს ჰგვანან, რადგან ორივე პატარა ქვეყანაა, პრობლემური მეზობლებით. ამავე სააგენტოს ცნობით, ზივმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის დელეგაციის ვიზიტი ორი ქვეყნის მეგობრობის დასაწყისი იქნება. მანამდე ინტერნეტპორტალმა izrus-მა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ კომპანია Global CST-ის ხელმძღვანელები სოხუმში გაემგზავრნენ მოსკოვიდან, სადაც 13 აპრილს შეხვდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაგაფშს. Izrus-ს მოჰყავს კომპანიის ხელმძღვანელის ისრაელ ზივის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ისრაელის მხარეს კარგად ესმის რუსეთსა და აფხაზეთთან სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა და მის განვითარებას ემხრობა.
XS
SM
MD
LG