Accessibility links

logo-print

ბერლინში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


ბერლინში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრები და ალიანსის გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ. ანდერს ფოგ რასმუსენმა სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა, რაც მხარეებისათვის ხელსაყრელია. გენერალური მდივნის თქმით, წლიური ეროვნული პროგრამით ამჟამად ძალაშია კონკრეტული და ეფექტური პროექტები, რომელთა მიზანია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში რეფორმების მხარდაჭერა და მათი მოქცევა გაცილებით ფართო დემოკრატიული რეფორმების კონტექსტში.
XS
SM
MD
LG