Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში რამდენიმე დღეში სულ ცოტა 16 ადამიანი ემსხვერპლა გრიგალებს და ტორნადოებს


ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში გრიგალებსა და ტორნადოებს სულ ცოტა 16 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია სამხრეთის შტატებს დაატყდა თავს. ყველაზე მეტი - შვიდი ადამიანი - დაიღუპა ალაბამის შტატში. დაზარალდნენ ასევე არკანზასის, ოკლაჰომის, მისისიპის, ლუიზიანისა და ჯორჯიის შტატები. დანგრეულია ათობით სახლი, ათიათასობით ადამიანს შეუწყდა ელექტრომომარაგება.
XS
SM
MD
LG