Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ოპოზიციის არასანქციონირებული მიტინგი აღკვეთეს


აზერბაიჯანში ხელისუფლებამ აღკვეთა ოპოზიციის მცდელობა, არასანქციონირებული მიტინგი ჩაეტარებინა ბაქოში. ოპოზიციის წარმომადგენლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, მიტინგზე მოეთხოვათ დემოკრატიული რეფორმა, სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების განთავისუფლება. როგორც იტყობინებიან, დააკავეს 55 აქტივისტი. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს ორი შვედი ჟურნალისტი. აზერბაიჯანის ოპოზიციურ პარტიებს ადრეც უცდიათ საპროტესტო აქციების ჩატარება ბაქოს ცენტრში, მაგრამ ხელისუფლება არბევდა მათ და მანიფესტანტებს აპატიმრებდა.
XS
SM
MD
LG