Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია დამატებით 110 მილიონ ევროს გამოყოფს ჩერნობილისთვის


ევროპის კომისია დამატებით 110 მილიონ ევროს გამოყოფს ჩერნობილთან დაკავშირებული პროექტისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებების დროს. ბაროზუ დღეს ჩავიდა უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით. ხვალ ის მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ჩერნობილის კატასტროფის 25 წლისთავი. მომავლის უსაფრთხოება“.
XS
SM
MD
LG