Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადასტურდა ინფორმაცია ფოთის პორტის აქციების გაყიდვის შესახებ


კომპანია APM Terminals-ი ადასტურებს ფოთის პორტის აქციების 80 პროცენტის შეძენის ფაქტს. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ოფიციალურ ვებსაიტზე. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ APM Terminals-ი ფოთის პორტში მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აქციების 20 პროცენტი არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია „რაკიას“ მფლობელობაში რჩება. საქმიანობას კომპანიები ერთობლივად განახორციელებენ.
XS
SM
MD
LG