Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა


სირიის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ქვეყანაში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოქმედებდა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეთა ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა იყო. იმისთვის, რათა ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა, მაგრამ სპეციალისტთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ასადი დოკუმენტს ხელს მოაწერს. მიღებული ცნობების თანახმად, მთავრობამ გააუქმა, აგრეთვე, სახელმწიფო უშიშროების სასამართლო, რომელიც პოლიტიკური პატიმრების საქმეებს განიხილავდა, და მიიღო კანონი მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩატარების უფლების შესახებ. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, შეასუსტებს თუ არა მთავრობის ეს ნაბიჯები ზეწოლას ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებზე.
XS
SM
MD
LG