Accessibility links

logo-print

ჯონ მაკკეინი ლიბიას ეწვია მეამბოხეებთან შესახვედრად


ამერიკელი სენატორი, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი ლიბიის ქალაქ ბენღაზის ეწვია, იქ გამაგრებულ მეამბოხეებთან მოსალაპარაკებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც მაკკეინი ბენღაზიში ჩავიდა, მან გმირებად მოიხსენია მეამბოხეები. მანვე განმეორებით გამოთქვა მოსაზრება, რომ შეერთებული შტატები უნდა გააქტიურდეს მუამარ კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში მეამბოხეებისათვის სათანადო დახმარების გასაწევად. ხუთშაბათს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა გამოაცხადა, რომ აშშ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავებს განათავსებს კადაფის მომხრე ძალებთან ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. მეამბოხეები ჩივიან, რომ ნატოს ამჟამინდელი საჰაერო დარტყმები ვერ ახერხებს კადაფის ჯარების შეჩერებას.
XS
SM
MD
LG