Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს სამი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს სარდლობის განცხადებით გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, შაბათს საერთაშორისო უსაფროხოების მხარდამჭერი ძალების ორი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთში. მრავალეროვნული ძალების სარდლობას არ მიუთითებია არც თავდასხმის ადგილი და არც დაღუპული ჯარისკაცების ეროვნება. ნატოს ძალების მესამე ჯარისკაცი კი ასევე შაბათს შვეულმფრენის ჩამოვარდნის დროს აღმოსავლეთ კაპისას პროვინციაში დაიღუპა. ექსტრენისტულმა ორგანიზავია თალიბანმა გუშინ განაცხადა, რომ შვეულმფრენი მათმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს და შემდეგ იერიში განახორციელეს ეკიპაჟის დასახმარებლად მისულა სამაშველო ჯგუფზე. ინტერნეტსაიტ iCauslities. org -ის თანახმად, რომელიც ავღანეთში საერთაშორისო კოლაიციის მსხრეპლს აღნუსხვას, ამ წლის განმავლობაში ავღანეთში ალიანსის 135 ჯარისკაცი დაიღუპა. იმავდროულად ავღანეთის შინაგან სამქეთა სამინისტრო იუწყება, რომ შეიარაღებულმა პირმა მოკლა ჰელმანდის პროვინციის მარჯაჰის ოლქის ყოფილი ხემძღავნელი აბდულ ზაჰირი.
XS
SM
MD
LG