Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჰაერო თავდასხმამ კადაფის რეზიდენციის ერთ-ერთი შენობა გაანადგურა


ნატოს მიერ ტრიპოლიში განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმამ ლიდერის, მუამარ კადაფის რეზიდენციის ერთ-ერთი შენობა გაანადგურა. კადაფის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დაბობმვის შედეგად 45 ადამიანი დაიჭრა, არიან დაკარგულები. ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. მთავრობის წარმომადგენელმა იერიშს კადაფიზე მისი მოკვლის მიზნით განხორციელებული თავდასხმა უწოდა. კადაფის რეზიდენციაზე იერიში აქამდეც განცორციელებულა - თუმცა, ანალიტიკოსების ვარაუდით, ნატოს ძალებმა ბოლო დღეებში ტრიპოლიზე თავდასხმები მნიშვნელოვნად გაახშირეს.
XS
SM
MD
LG