Accessibility links

logo-print

უკრაინაში აღნიშნავენ ჩერნობილის აფეთქების 25-ე წლისთავს


უკრაინაში აღნიშნავენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების - მსოფლიოს ისტორიაში უმძიმესი ბირთვული ავარიის - 25-ე წლისთავს. 1986 წლის 26 აპრილს აფეთქება მოხდა ჩერნობილის ერთ-ერთ რეაქტორზე, რის შედეგად წარმოქმნილი რადიაქტიური ღრუბელიც ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა. აფეთქების შედეგად მაშინვე დაიღუპა 31 ადამიანი, რადიაციული დასხივებით გამოწვეული დაავადებების შედეგად გარდაცვლილების რიცხი კი დავის საგანი რჩება. ბირთვულმა კატასტროფამ ასიათასობით ადამიანს აიძულა შინიდან აყრა. ყველაზე მძიმედ დაზარალდნენ უკრაინა, ბელორუსია და დასავლეთი რუსეთი. ხსოვნის ცერემონიებს ჩერნობილში დღეს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვიქტორ იანუკოვიჩი და დმიტრი მედვედევიც დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG