Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სირიიდან გაჰყავს თავისი საელჩოს თანამშრომლების ნაწილი


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიაში ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ნაწილს და ამ პირთა ოჯახის წევრებს მოუწოდა, სირიიდან გაემგზავრონ საფრთხის გამო, რომელიც საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას უკავშირდება. ორშაბათს, სულ ცოტა, 39 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა სამხრეთში მდებარე ქალაქ დერააში, როცა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს. ოპერაციაში ტანკებიც იყვნენ ჩართული - გავრცელებული ინფორმაციით, პირველად მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციები დაიწყო ამ ექვსი კვირის წინ. უფლებადამცავი ორგანიზაციების განცხადებით, უშიშროების ძალებს ამ პერიოდში 400-მდე ადამიანი ჰყავთ მოკლული. თეთრი სახლი განიხილავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხს, დემონსტრანტებისადმი ძალადობაზე საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG