Accessibility links

logo-print

ბათუმში გაიხსნა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ფორუმი. მასში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდავეთის, ბელორუსიის და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ადამიანის უფლებების, საინფორმაციო ომის და პროპაგანდის საკითხებზე, ახალ გარემოში რეგიონის უსაფრთხოებასა და რუსეთის ფაქტორზე. ევროკავშირის მიერ ორგანიზებული რიგით მეექვსე ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება.

XS
SM
MD
LG