Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა მძინარე ვირუსები უცბად გააქტიურდებიან


ადამიანის გენეტიკური მემკვიდრეობის თითქმის რვა პროცენტი ვირუსებზე მოდის. ისინი მილიონი წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, შეეყარნენ ჩვენს წინაპრებს და ასე ჩასახლდნენ ჩვენს „დე-ენ-ემ-ში“. მოკლედ განგიმარტავთ: გენი - ეს არის მემკვიდრეობითობის ერთეული, იგი წარმოადგენს დნმ-ის მოლეკულის ნაწილს და შეიცავს კოდირებულ ინფორმაციას ერთ ცილაში ან რიბონუკლეინის მჟავაში (რნმ) ამინომჟავების განლაგების თანმიმდევრობის შესახებ. გენების ნაკრებს ადამიანის „დე-ენ-ემ-ში“ გენომი ეწოდება. ამ ფაქტორის გამო, - ისე, რომ ვერც ვამჩნევთ, - თაობიდან თაობას გადაეცემა უცხო მემკვიდრეობა. ცნობილია ასეთი პროტოვირუსების 30-მდე სახეობა. ორგანიზმსა თუ მასპინძელ სხეულს და ამ მძინარე ვირუსს შორის რაღაც მორიგებასავით არსებობს. „კეთილდღეობა უკვდავების წილ“ - ასე შეიძლება ვუწოდოთ ამ შეთანხმებას: სანამ ვირუსი წყნარად არის და ზიანი არ მოაქვს, მას შეუძლია ადამიანის გენომში დარჩეს. მაგრამ მოხდა შემდეგი: წინარე ვირუსმა დაკარგა არა მხოლოდ შიშის გრძნობა, არამედ იდენტურობა. მის გენებში მრავლდება შეცდომების შემთხვევები, აგრესიული ვირუსი, რომელიც ეგონათ, რომ აღარ გამოიღვიძებდა. ეს დადგინდა ლონდონის მედიცინის კვლევის ინსტიტუტში ჩატარებული კვლევისა და თაგვებზე ჩატარებული ცდების შედეგად. რა იწვევს მიძინებული ვირუსების გააქტიურებას? ერთ-ერთ შესაძლებელ ვარიანტად მეცნიერებს მიაჩნიათ მედიკამენტების ზემოქმედება. ლაპარაკია ანტიფსიქოტურ საშუალებებზე, რომლებსაც მედიცინა შიზოფრენიისა და მანიაკალურ-დეპრესიული დაავადებების დროს იყენებს. დღემდე თვლიდნენ, რომ დაავადება იწვევდა ადამიანის ტვინის უჯრედებში მიკვლეული წინარე ვირუსების გააქტიურებას და არა ამ დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი. ის, რომ ეს საშუალებები ააქტიურებენ ამ ვირუსებს, დადგინდა პაციენტებისა და ჯანმრთელი ადამიანების ქსოვილის ანალიზის შედეგად. ექიმებს ჯგუფს, რომელმაც ჩაატარა კვლევა მიუნხენის ჰელმჰოლცის ცენტრის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, მიაჩნია, რომ მედიკამენტების დაშვებამდე საჭიროა იმის დადგენა, თუ როგორია ზემოქმედება უჯრედებზე ეპიგენეტიკური თვალსაზრისით. ისინი ფიქრობენ, რომ არა მხოლოდ რეტროვირუსები, წინარე ვირუსები, არამედ ფიჭური გენებიც შეიძლება გააქტიურდნენ და, ამდენად, მძიმე თანმხლები მოვლენები გამოიწვიონ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG