Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი აკრიტიკებს მოსკოვს ასადის მასპინძლობისთვის


ბაშარ ალ-ასადი და ვლადიმირ პუტინი კრემლში

ბაშარ ალ-ასადი და ვლადიმირ პუტინი კრემლში

აშშ-მა მძაფრად გააკრიტიკა რუსეთი იმისთვის, რომ მან, - როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, - „წითელი ხალიჩა დაუფინა“ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, რომელიც 20 ოქტომბერს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია მოსკოვს და შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

„ჩვენი აზრით, წითელი ხალიჩა ასადისთვის, რომელმაც ქიმიური იარაღი გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, შეუსაბამობაშია რუსეთის გამოცხადებულ მიზანთან, თითქოს სირიაში პოლიტიკური ცვლილება უნდა მოხდეს“, - უთხრა დღეს ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ შულცმა.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ასადი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა რუსეთის დედაქალაქს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ეს ასადის პირველი მოგზაურობაა უცხოეთში 2011 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ საპროტესტო ტალღა მის ქვეყანასაც მისწვდა. სირიის სახელმწიფო რადიო კი იტყობინება, რომ ასადი უკვე დაბრუნდა დამასკში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG