„გოგონათა კლუბი“
„გენდერულ ამბებში“ დღეს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში არსებული „გოგონათა კლუბის“ საქმიანობას გაგაცნობთ. რას წარმოადგენს „გოგონათა კლუბი“, რა უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება იგი მასში გაერთიანებულ გოგონებს, რა არის მთავარი გოგონების გასაძლიერებლად და როგორია შედეგები - ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ იუსტიციის სამინისტროს “დანაშაულის პრევენციის ცენტრის” მეორე დონის პრევენციის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ჩოფიკაშვილი და “დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტი ნინო სანდუხაძე. გადაცემას ნონა მჭედლიშვილი უძღვება.