Accessibility links

logo-print

ირაკლი სესიაშვილი: ეს არ იყო ვაჭრობა, მოხდა პოლიტიკური შეთანხმება


ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს მთავრობაში განხორციელებულმა მოულოდნელმა ცვლილებამ იმთავითვე შეიძინა ისტორიული მნიშვნელობა. არსებობის განმავლობაში პირველად, საქართველოს სამხედრო უწყებას ქალი უხელმძღვანელებს. პარლამენტის წევრმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა წინამორბედისაგან უკვე გადაიბარა თავდაცვის უწყება და პარლამენტის დამტკიცების შემდეგ, სავარაუდოდ, საკუთარი გუნდის დაკომპლექტებასაც შეუდგება, რადგან, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, თანამდებობები თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეებმაც დატოვეს. ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე პრემიერ-მინისტრის აპარატში გადავიდა სამუშაოდ, ანუ დაუბრუნდა ძველ თანამდებობას, უსაფრთხოებისა და კრიზისის მართვის საბჭოს მდივნის პოსტს. დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ კოალიციური შეთანხმებით ხელისუფლება „ორ კურდღელს მოინადირებს“ - სამხედრო უწყების იმიჯიც გაძლიერდება და მმართველი კოალიციის ერთიანობაც განმტკიცდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG